![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/01/hjghj.jpg)
“პანდემიები ახალი რეალობის ნაწილია, ისევე როგორც მსოფლიოში არსებობს მიწისძვრები, ტორნადოები და კლიმატის ცვლილებები” – The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
გეითსმა გადაწყვეტილების მიმღები პირები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსალოდნელი პანდემიის შესახებ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი კოვიდ – 19-სთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
„ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ,“- აღნიშნა ბილ გეითსმა.
მან ქვეყნების კოორდინირებულად მოქმედების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ მარტო ბრძოლას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს.