ბილ გეიტსი უმდიდრეს ამერიკელად 22-ედ აღიარეს
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი – ბილ გეიტსი უმდიდრესი ამერიკელების სიაში უკვე 22-ედ მოხვდა. მისმა შემოსავალმა 76 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გეიტსის მეგობარმა, უილიამ ბაფეტმა, რომელიც ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელობს, საკუთარი 62 მილიარდ-დოლარის შემოსავლით, მეორე ადგილი დაიკავა. კომპანია Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი, 47,5 მილიარდით, მესამე ადგილზე გავიდა.
400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგის ტოპ-ათეულში წელს, პირველად, ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი და Facebook-ის დამფუძნებელი – მარკ ცუკერბერგი შევიდნენ.
“400 უმდიდრესი ამერიკელის შემოსავალი ჯამში 2,34 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით, 50 მილიარდით მეტია”, – აღნიშნავს Forbes-ი.