მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამი იზეიმეს

ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზის უქმე თარიღად გამოცხადებას ითხოვენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ნოვრუზ ბაირამი აღნიშნა.

დღესასწაულზე ადგილობრივებმა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩაატარეს, ხელნაკეთი ნივთების, ნახატების, საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოაწყვეს და ეროვნული სამზარეულოს ნიმუშების დეგუსტაცია გამართეს.

ტრადიციულ სამოსში შემოსილი გოგონები და ვაჟები, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, გაზაფხულის დადგომას ულოცავდნენ და ტკბილეულით მასპინძლობდნენ.

ნოვრუზ ბაირამის აღნიშვმა ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

სოფელ კაბალში გამართულ დღესასწაულს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.

ნოვრუზ ბაირამს ეთნიკური აზერბაიჯანელები ყოველწლიურად, გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღნიშნავენ.

2009 წელს ნოვრუზი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.

უკვე წლებია, ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზის უქმე თარიღად გამოცხადებას ითხოვენ, თუმცა გადაწყვეტილება ამის თაობაზე, ჯერჯერობით, არ არის მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button