ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ Bayerische Motoren Werke AG (BMW) განაცხადა, რომ COVID-19 კორონავირუსული პანდემიის უარყოფითი შედეგების გამო, თანამშრომლების რაოდენობას 6 000-ით შეამცირებს.
ამ გეგმის თანახმად, კომპანია, გათავისუფლების გარდა, თანამშრომლებს შესთავაზებს პენსიაზე უფრო ადრე გასვლას, ასევე არ გაახანგრძლივებს დროებით კონტრაქტებს.
გარდა ამისა, BMW შეაჩერებს თანამშრომლობას Mercedes-Benz-თან (ერთიანდება Daimler-ში). Daimler-ი, როგორც ავტომობილების განვითარების ტექნოლოგიების შემუშავების ერთობლივი თვითმმართველი საწარმო, 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა.
ამჟამად BMW-ს დაახლოებით, 126 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიამ შემცირებული სამუშაო დღის სქემა გამოიყენა, რომლის თანახმად, გერმანიის მთავრობა “დაკარგული” საათებისთვის, თანამშრომლების ხელფასებს ნაწილობრივ იხდის. მაისში, BMW-მ განაცხადა, რომ ამ სქემით, 30 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ამასთან, პარასკევს კომპანიამ განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება. BMW-ს სპიკერმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა, 6 000-ვე თანამშრომელი გერმანიაზე მოდის.
მანქანების გაყიდვები ბოლო თვეებში დაეცა. გერმანიაში, მაისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, Volkswagen-ის, BMW-სა და Daimler-ის გაყიდვების ჩათვლით, მანქანების გაყიდვები 50%-ით დაეცა.