მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის დღიური 311 შემთხვევაა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 354 276
გამოჯანმრთელებულია – 340 328
გარდაცვლილია – 5 060
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 10 442, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, PCR ტესტით – 5 226
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,3%
კარანტინის რეჟიმში – 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 175
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 596
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 6, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 160 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,8 მილიონზე მეტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button