ჩინეთში ოთხი ახალი ხანძარი გაჩნდა [Video]
ჩინელი მეხანძრეები 4 ახალ ხანძრის კერას ებრძვიან, რომელიც ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანცჟინში ძლიერ აფეთქებას მოჰყვა, – გადმოსცემენ ჩინეთის მასმედიის საშუალებები.
რატომ გაჩნდა ახალი კერები და რა იწვის, ჯერჯერობით დაუდგენელია.
შეგახსენებთ: აფეთქება, 12 აგვისტოს, კომპანია ჟუჰაის კუთვნილ საწყობში მოხდა. ჟურნალისტების მონაცემებით, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ , 2კილომეტრის რადიუსში განლაგებული შენობების მინები მთლიანად ჩაილეწა. 1000-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.
ხანძრის ლიკვიდაციის მომენტში, საწყობის ტერიტორიაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ექსპერტების ვარაუდით, აფეთქებების ჯამურმა სიმძლავრემ,ტროტილის ეკვივალენტში, 20 ათას ტონას გადაააჭარბა.
უკანასკნელი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად, 114 ადამიანი დაიღუპა, 698 დაშავდა, 70 უგზოუკვლოდ დაიკარგა. 63 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, 17 ათასი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა ან დაინგრა.
12 აგვისტოს კატასტროფის მიზეზი ისევ დაუდგენელია.