უკრაინელი მესანგრეები ენოტებს გაწვრთნიან [Video]

ხარკოველი სამხედროები ენოტებს მესანგრეობას შეასწავლიან, – იუწყება უკრაინული სააგენტო УНН.

ცხოველები ასაფეთქებელ ნივთიერებებს მონახავენ. აღსანიშნავია, რომ ენოტს ძაღლზე უკეთესი ყნოსვა აქვს. უკრაინელ სამხედროებს ხელში ენოტი, მეტსახელად – „კრიუკი“ ჩაუვარდათ. მალე მას წყვილიც მოუნახეს. ცხოველები სპეციალურ ვოლიერში მოათავსეს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათ მალე შთამომავლობა ეყოლებათ.

„ვფიქრობ, რომ ენოტებს სასანგრო საქმეს მალე შევასწავლით. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – განაცხადა უკრაინის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა სტანისლავ პერლინმა.

მალე სპეციალისტები ცხოველებს ბომბებისა და ნაღმების პოვნას შეასწავლიან. მესანგრეები აღნიშნავენ, რომ ენოტები წვრთნას კარგად ექვემდებარებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button