მსოფლიოსიახლეები

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსი “მოღალატეს” აღმოუჩინეს

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია წერს, რომ ქვეყანაში COVID-19 პირველი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომები აქვს ადამიანს, რომელმაც 3 წლის წინ “უღალატა” ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეაში გაიქცა, ცოტა ხნის წინ კი, ისევ უკან დაბრუნდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა გამართეს, რათა ქალაქ კაესონგში კარანტინი დააწესონ.

“გაიმართა საგანგებო შემთხვევა ქალაქ კაესონგში, სადაც სამი წლის წინ გაქციეული პიოვნება, რომელიც სამხრეთში გაიქცა, დაბრუნდა. მან 19 ივლისს უკანონოდ გადმოკვეთა სადემარკაციო ხაზი. ის სავარაუდოდ, დაავადებული იყო მანკერი ვირუსით.” – წერს, KCNA.

ამ დრომდე, ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ იყო. მედია წერს, რომ ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება, დაიწყოს გამოძიება იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახერხა პირმა გამაგრებული საზღვრის გადაკვეთა და დასძინა, რომ გამოყენებული იქნება მკაცრი სასჯელი.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, დელიმიტირებული საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ, სამხრეთ კორეას ამ დრომდე არაფერი განუცხადებია.

ჩრდილოეთ კორეამ, კორონავირუსის გამო, საზღვრები ექვსი თვის წინ დახურა. ამ თვის დასაწყისში კი, ქვეყნის ლიდერმა ხალხს კორონავირუსთან დაკავშირებით “ბრწყინვალე წარმატება” მიულოცა.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 16 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button