მნიშვნელოვანიმსოფლიო
ნოტრ-დამში ხანძრის ავიაციის მეშვეობით ჩაქრობა დაუშვებელია – სპეციალისტები

საფრანგეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს განმარტებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ავიაციის მეშვეობით დაუშვებელია, რადგან ეს შენობის ჩამონგრევას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა,
,,ტვიტერის” საშუალებით, ფრანგებს ხანძრის საჰაერო გზით ჩაქრობის რჩევა მისცა.
,,საშინელებაა უყურო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს. იმედია მფრინავი წყლის ტანკერები იქნება გამოყენებული მის ჩასაქრობად. სწრაფად უნდა იმოქმედონ!“ – დაწერა ტრამპმა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სწრაფად ვრცელდება. მის ჩასაქრობად, ადგილზე 400-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.
ხანძრის შედეგად, ჩამონგრეულია ნოტრ-დამის შენობის შპილი და სახურავი.