მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ჩვენი ამოცანა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა”-ღარიბაშვილი

მმართველი გუნდის ამოცანა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ – ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები. ეს გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველაზე წევრი უნდა იყოს ვაქცინირებული, აცრილი.

ჩვენი კანდიდატები, ასევე, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა ვთხოვო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button