რეგიონისაქართველოსიახლეები
COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ვირუსი მოსკოვიდან დაბრუნებულ კურსანტებს აღმოაჩნდათ.
პაციენტებს გუდაუთის საავადმყოფო მიიღებს.
აფხაზეთში კორონავირუსის სულ 35 შემთხვევა დადასტურდა. უფრო ადრე, მათგან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი კი, გარდაიცვალა.