
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ, „Тасс“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, რუსეთში შექმნილი პრეპარატი მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინა გახდა.
ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ, ნოვო-ოგარიოვოში, მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ასევე უთხრა, რომ ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე გამოსცადა.
„ეს ვაქცინა ჩემს ქალიშვილზეც გამოიცადა. ამ თვალსაზრისით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ექსპერიმენტში. პირველი ინექციის შემდეგ, მისი სხეულის ტემპერატურა 38 იყო, მეორე დღეს 37-მდე დაეწია. მეორე ინექციაზე ტემპერატურამ ცოტათი ისევ მოიმატა, შემდეგ კი, ყველაფერი დასტაბილურდა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს.” – ამბობს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ბევრ ადამიანს გარე გამოვლინებები საერთოდ არ აღენიშნება.