მსოფლიოსიახლეები

COVID-19-ის შედეგად, ნიუ-იორკში 40 პოლიციელი გარდაიცვალა

“ნიუ-იორკში, მინიმუმ, 40 პოლიციელი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსის გამო”. – ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის უფროსი დერმოტ ში იუწყება.

“კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ტრაგიკულ ამბავს გიზიარებთ. დღემდე, ჩვენ დავკარგეთ კიდევ სამი თანამშრომელი”. – აღნიშნავს ში Twitter-ზე.

ამრიგად, АБС-ის შეფასებით, ყველაზე მსხვილი ამერიკული მეგაპოლისის წესრიგის დამცველების რიგებში, კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ, პანდემიის დაწყებიდან 41-ს მიაღწია.

მთლიანობაში, როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, დაინფიცირებულია 5 300 პოლიციელი და სამოქალაქო განყოფილების თანამშრომელი. გამოჯანმრთელდა 4 779 ადამიანი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რომელიც გამოთვლებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს, ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 1 231 943 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 73 566 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც 323 ათასი ინფიცირებული და 25 623 გარდაცვლილია. იგივე მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღიდან, მსოფლიოში 3 781 896 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, 264 679 კი, გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button