მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

COVID-19-ით ახალ ინფიცირებულებს შორის 13 წლის მოზარდია

კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 13 წლის მოზარდია. – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა უთხრა. „გადაცემა მოხდა ოჯახის წევრისგან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია” — თქვა მან. მაკა სოლოღაშვილის ცნობით, სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 10 პაციენტი აგრძელებს, აქედან სამი არასრულწლოვანია. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ამასთან, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მედპერსონალს წყაროების და კლასტერების გარჩევის საშუალება აღარ აქვს.

„ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს“, – უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა. მან დასძინა: “ჩვენთვის პაციენტი პაციენტია. წყაროების დადგენაზე მუშაობა კი, ალბათ, სხვა სტრუქტურების საქმეა.” მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, 4 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ 4 პაციენტს ტესტირება ჩაუტარდება და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

4 აპრილის დღის მონაცემებით, საქართველოში 156 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათგან 28 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button