COVID-19 – მსოფლიო სტატისტიკა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 726 შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსი უკვე 449 834 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ worldometers.info-ზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღე-ღამეში ვირუსს 144 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 528 შეადგინა.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან 212 680 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 596 პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ worldometers.info იტყობინება. გარდაცვლილია 183 პირი, გამოჯანმრთელდა 3 513 პაციენტი.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 11 817 შემთხვევა დადასტურდა. სომხეთში კორონავირუსზე 65 161 ტესტი ჩატარდა. აქედან 1 702 – ბოლო დღეებში.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განახლებული პროგნოზის მიხედვით, აშშ-ში 27 ივნისისთვის კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 127 ათასს გადააჭარბებს.
უწყების აღნიშნული პროგნოზი გარე ინსტიტუტებისა და მკვლევრების პროგნოზების ერთობლიობის შედეგია. საპროგნოზო დიაპაზონის თანახმად, ივნისის ბოლომდე აშშ-ში კორონავირუსით 118 450-დან 143 340-მდე ადამიანი გარდაიცვლება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 660 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 108 211 ადამიანი გარდაიცვალა.
worldometers.info-ს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 533 ადამიანი დაინფიცირდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი, 25 964-ს მიაღწია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 762 ადამიანი გარდაიცვალა, 11 372 კი, გამოჯანმრთელდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიში კორონავირუსით ინფიცირების 507 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულებთა საერთო რაოდენობამ კი, 183 271-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ინფექციიით 32 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიამ მთლიანობაში, 8 613 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 168 500-ია.
worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 6 723 644 შემთხვევაა დადასტურებული. 393 552 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 266 767 გამოჯანმრთელდა.