მსოფლიოსიახლეები

COVID-19 რუსეთსა და სომხეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 855 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 458 689-მდე გაიზარდა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით კიდევ 197 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 5 725-ს მიაღწია.

რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში მათი რაოდენობა 221 388-ს შეადგენს.

სომხეთში 6 ივნისს კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 364-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში COVID-19-ით 7 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვმა 190 -ს მიაღწია.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 6 867 577 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 398 586 პირი. გამოჯანმრთელდა 3 362 968 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button