მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, კვლავ 1 098-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბრაზილიაში კორონავირუსის კიდევ 47 784 ახალი შემთხვევა დადასტუდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, ბოლო 24 საათში 1 352-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა.

შედეგად, ბრაზილიაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია ვირუსის 3 407 354 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 109 888-ს შეადგენს.

ბრაზილია, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობითა და მსხვერპლით, მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 324 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 5 482 416 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 171 821 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 771 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 771 635 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 756 357 ადამიანი დაინფიცირდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 206 440 შემთხვევა გამოვლინდა, 4 473 ადამიანი კი, ჩOVID-19-ს ემსხვერპლა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 22 315 263 შემთხვევაა დადასტურებული; 784 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15 061 400 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button