მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 321-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3- ით გაიზარდა და 1 088-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7 597 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 249 პირი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდგინდა, 6 კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 41 495 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 34 484 გამოჯანმრთელდა, 1 024 ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა. სომხეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 847 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ანტირეკორდი ზედიზედ უკვე მესამე დღეა ფიქსირდება.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 89 719 შემთხვევა გამოვლინდა, 47 430 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 044 ადამიანი გარდაიცვალა.

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1 415 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი, 222 828-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 231 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი, გამოჯანმრთელდა.

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 64 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 313 055-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 336 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 168 446-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 165 ადამიანი ემსხვერპლა, ინფექცია კი, კიდევ 6 365 ადამიანს დაუდასტურდა.

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 50 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3 275 520-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ19-ს კიდევ 1 060 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 106 523-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატში, სან-პაულუში, ინფიცირების შემთხვევები, წინა დღესთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, შტატში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 667 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 288 ადამიანი გარდაიცვალა, წინა დღეს კი, ინფიცირების 19 274 და გარდაცვალების 455 შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 21 361 619 შემთხვევაა დადასტურებული.

გარდაიცვალა 763 420 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 14 152 409 პაციენტი.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button