COVID-19 – სტატისტიკა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/world-covid19-1280x720-1.jpg)
უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის გადაწყვეტილებით, თუ ქვეყანაში ჩასული უცხოელი ტურისტი კორონავირუსით დაინფიცირდება, მას, კომპენსაციის სახით, 3 ათას დოლარს გადაუხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ბრძანება ითვალისწინებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც ტურისტებისთვის „უსაფრთხოების ბალიშად უნდა იქცეს“.
აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ტუროპერატორები, სასტუმროები და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველა ბიზნესი სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებს, რომლის გარეშეც ტურისტებთან მუშაობა აკრძალული იქნება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 6 025 ადამიანს დაუდასტურდა. 4 273 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი, გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფცირების 1 214 შემთხვევა გამოვლინდა და 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში ვირუსი 185 245 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 4 905 გარდაიცვალა, 157 516-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 889 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი, 576 952-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 161 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი, 8 002-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 889 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 576 952-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 161 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების სრული რაოდენობა კი, 8 002-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ირანში კორონავირუსით კიდევ 2 322 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი, 202 584-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 115 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი, 9 507-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 161 384 ადამიანი.
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 771 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 032 913-ს მიაღწია. შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის“ უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ით კიდევ 1 200 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში, დაღუპულთა რიცხვმა 48 954-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით, ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ.
worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავრუსით ინფიცირების 8 789 443 შემთხვევაა დადასტურებული. 463 202 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 649 314 პირი გამოჯანმრთელდა.