მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

“კოვიდ 19-მა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა.” – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსთან საბრძოლველად, ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა.

ამ პატარა ვირუსის გამო, ქვეყანას დაახლოებით, 7 ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო.“ – განაცხადა რედფილდმა.

აშშ-ში არსებულ ეპიდსიტუაციას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შემთხვევების „შემაშფოთებელი მატება“ ფიქსირდება და მომავალი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება.

„შემდეგი ორი კვირა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემთხვევების მატებას გავუმკლავდეთ, რასაც ჩვენ ვხედავთ ფლორიდაში, ტეხასში, არიზონასა და სხვა შტატებში.”- განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დღიდან, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 2,4 მილიონს, დაღუპულთა რიცხვი კი, – 123 000-ს აჭარბებს.

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 436 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 145 906-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 374 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 52 645-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას, აშშ-ის შემდეგ.

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 465 ინფიცირებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში სულ ინფიცირების 456 183 შემთხვევაა დაფიქსირებული. 14 476 ადამიანი გარდაიცვალა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9 361 469 შემთხვევაა დადასტურებული; 479 910 ადამიანი გარდაიცვალა; 5 047 420 კი, გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button