მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 39 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 425 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 2 422 299 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 124 410 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსი 759 ადამიანს დაუდგინდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ჯამში, ქვეყანაში ვირუსი 23 274 ადამიანს დაუდასტურდა, 410 გარდაიცვალა, მათ შორის, 13 ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 12 149 პაციენტი.

მექსიკაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 25 ათასს გადააჭარბა და 25 060 შეადგინა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აქ ინფექციას 736 ადამიანი ემსხვერპლა, 6 104-ს კი, ვირუსი დაუდასტურდა.

სულ ქვეყანაში ინფიცირების 202 951 შემთხვევაა აღწერილი. 116 862-მა ადამიანმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

მექსიკაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოავლინეს.

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 109 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაიღუპა 19 პაციენტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსს უკვე 1 086 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი, 41 117-მდე გაიზარდა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9 741 436 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 492 461 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5 272 019 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button