COVID-19 – სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ ეტაპზე არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 219.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-სგან, დღემდე, 7 588 779 ადამიანია გამოჯანმრთელებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 571 698-ია.
ცნობისათვის, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის გავრცელების დღიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მატება დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.