მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
COVID-19 – სტატისტიკა

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და 6 176 278 შეადგინა.
worldometers.info-ს მონაცემებით, ვირუსისგან 2 745 011 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 371 282 პაციენტი გარდაიცვალა.
მსოფლიოში ყველაზე მეტად, ამ დროისთვის, კვლავ აშშ-ია დაზარალებული. აქ ვირუსით 1 816 897 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 105 000-ს აჭარბებს. აშშ-ს მოსდევს ბრაზილია, თითქმის ნახევარი მილიონი დაინფიცირებულით. მესამე ადგილზე კი, რუსეთია, 405 843 დადასტურებული შემთხვევით. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეში, იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.