მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დაბომბილი და განადგურებული შენობები გარდაცვლილი ხალხი- ომის მძიმე შედეგები

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით დონეცკის ოლქში, 3 თებერვალს, რუსული სარაკეტო და საარტილერიო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.
მათი ინფორმაციით,ოკუპანტებმა ქალაქი ტორეცკი ზალპური სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
გარდა ამისა, რუსებმა არტილერიით დაბომბეს პოკროვსკის რაიონის სოფელი კურახივკა, სადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
იერიშების შედეგად დაზიანებულია სახლები, მანქანები, მაღაზია და მიმდებარე შენობები.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქს ბომბავენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსი სამხედროები შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ახორციელებენ, თუმცა ისინი დიდ ზარალს განიცდიან.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის რაიონის სასაზღვრო ზონაზეც მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სამი კერძო სახლი და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსეთმა 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე.

ცნობისთვის რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი 2 თებერვლის ღამეს კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია Telegram-ზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცები ხერსონს 13-ჯერ დაესხნენ თავს.
თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა 9. დაშავებულებს შორის არის 5 წლის ბიჭი, რომელიც ხერსონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე სამ ადგილას გაჩნდა ხანძარი. მათ შორის, რუსული ჭურვები მოხვდა სავაჭრო ცენტრში მდებარე ფეიერვერკების საწყობს.

უკრაინაში, კრამატორსკში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიღეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. მაშველებმა გადაარჩინეს ორი მოქალაქე.
სამაშველო სამსახურმა დანგრეული სახლის სრული დემონტაჟი დღეს, 3 თებერვალს, დაასრულა.
საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა რუსმა სამხედროებმა პირველ თებერვალს განახორციელეს. დაბომბვის შედეგად ერთი სახლი სრულიად დაინგრა.
განმეორებითი თავდასხმა კრამატორსკში 2 თებერვალს მოხდა. ქალაქის ცენტრში 2 რაკეტა ჩამოვარდა, რომელმაც დააზიანა ბავშვების კლინიკა, სკალო, გარაჟები და მანქანები. დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.

ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს, ავტომობილი აფეთქდა. ინფორმაციას საოკუპაციო ძალები ავრცელებენ.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
რუსეთის მიერ დანიშნული ოკუპირებული ოლქის ხელმძღვანელი ვლადიმირ როგოვი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. მისი თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაამსხვრია, ასევე განადგურდა გვერდით მდგომი ავტომობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button