დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 222 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 929.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 684.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა
📌აჭარა – 5
📌იმერეთი – 27
📌ქვემო ქართლი -13
📌შიდა ქართლი – 15
📌გურია – 14
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8
📌კახეთი – 14
📌მცხეთა-მთიანეთი -0
📌სამცხე-ჯავახეთი – 3
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 652 929 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 789 ადამიანი.