მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპანტებმა ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.
ისინი უკვე ხურვალეთში, სახლში იმყოფებიან. დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 აპრილს დააკავეს და არსებული ინფორმაციით, ახალგორში, კარანტინში გადაიყვანეს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.