მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება მერიის ინიციატივის დამტკიცებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ბათუმში ახალი აიპი მუნიციპალური ინსპექცია იქმნება.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უნდა გაერთიანდეს მერიის ის რვა სამსახური, რომლებიც დღემდე საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებდნენ, სამშენებლო, სანიტარული, გარე ვაჭრობის, პარკირების და სხვა მიმართულებით. ყველა საზედამხედველო ფუნქციას ერთი აიპი შეითავსებს.

სამსახური აღიჭურვება სპეციალური ფორმებით, პლანშეტებით, ბრენდირებული ავტომანქანებით და სხვა საჭირო ტექნიკით. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ ახალი აიპი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს, იგი შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ დაკომპლექტდება მერიის ძველი სამსახურების თანამშრომლებით და ვაკანსიები შეივსება კონკურსის წესით.

ახალ აიპიში დაახლოებით 180 ადამიანი დასაქმდება. საკრებულომ, მერიის ინიციატივა, განხილვის შემდეგ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button