დიდი ბრიტანეთში სექს-თოჯინამ ქურდები დააფრთხო

დიდი ბრიტანეთის ქალაქ უერთინგში ქურდები სამხატვრო გალერეაში შეიპარნენ, მაგრამ ისინი სექს-თოჯინამ შეაშინა და გაქცევა “აიძულა”. როგორც გამოცემა Metro წერს, ინციდენტი Demuz Art გალერაში მოხდა.
გალერეის მეპატრონემ, კარიკატურისტმა დერიკ ტომპსონმა მნახველების მისაზიდად ინტერნეტში 180 სანტიმეტრი სიმაღლის სექს-თოჯინა შეიძინა, რომელსაც შეილა ლუიზა დაარქვა და Facebook-ზე პერსონალური ექაუნთიც შეუქმნა.
გამოცემის ინფორმაციით, როცა მძარცველები გალერეაში შეიპარნენ, სავარძელში მჯდომი თოჯინა დაინახეს, რომელიც ცოცხალი ქალი ეგონათ. როგორც ჩანს, ქურდებმა გალერეის ექსპონატების გატაცება გადაიფიქრეს, მაგრამ 1000 გირვანქა სტერლინგი, რომელიც შენოიბაში შემთხვევით აღმოაჩინეს, ხელს მაინც გააყოლეს.
ტომპსონის ვარაუდით, ქურდებს უფრო დიდი ზარალის მიყენება შეეძლოთ, შეილა ლუიზას რომ არ დაეფრთხო.
[print_gllr id=51973]