დიდთოვლობა რეგიონებში – პირდაპირი ჩართვები რეგიონებიდან
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის რაიონში ოთხი ოჯახი დაზარალდა. ჭითაწყარში, ინგირსა და კორცხელში, ასევე ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე თოვლმა სახლები დაანგრია და ოჯახები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება 8 000-მდე აბონენტს.
მოუსმინეთ ჩვენი პარტნიორი რადიოს “ათინათის” კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში
ოზურგეთში კი დიდთივლობამ სახლები და საბავშო ატრაქციონები დააზიანა.
დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი პარტნიორი რადიოსადგურის “ჰარმონიას” კორესპონდენტი თეა აბსარიძე გვერთვება: