დიკაპრიოს “ოსკარი” რესტორანში დაავიწყდა [Photo/Video]

ამრიკელ მსახიობს, ლეონადრო დიკაპრიოს მოპოვებული “ოსკარი” კინაღამ რესტორანში დარჩა, – იუწყება გამოცემა TMZ.
სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, სადაც ამ კურიოზის ამსახველი კადრები დაფიქსირდა.
პაპარაცების მიერ გადაღებული ვიდეოს ფრაგმენტზე ჩანს, თუ როგორ ტოვებს მსახიობი ჰოლივუდურ წვეულებას, რომელიც “ოსკარის” ჯილდოს მოპოვების აღსანიშნავად გაიმართა.
გამოცემის ინფორმაციით, დიკაპრიოს, რომელიც მეგობრების თანხლებით ლიმუზინში ჯდებოდა, შამპანურის ბოთლი მიაწოდეს, ხოლო შემდეგ მანქანასთან რესტორნის გაოგნებულმა მენეჯერმა სანუკვარი სტატუეტით ხელში მიირბინა, რომელიც ლეოს რესტორანში დაავიწყდა.
ვიდეო აგრეთვე წვეულების ფრაგმენტებსაც ასახავს, სადაც დიკაპრიო ელექტრონულ სიგარეტს ეწევა და მილოცვებს იღებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს ლეონარდო დიკაპრიომ, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “გადარჩენილი”, ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო – “ოსკარი” მოიპოვა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30463″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]