რეგიონი

აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან გაემგზავრნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან სამი ივლისის აქციაზე ადგილობრივები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან გაემგზავრნენ.

“ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდებოდა, ჰქონდათ სურვილი აქციაზე წასვლის, ამიტომ გავუწიეთ გარკვეული ორგანიზება იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი წავიდეს თბილისში, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ის გრძნობს თავს ევროპის ნაწილად. ეს არის წინაპრების მონაპოვარი და ამ მონაპოვარს ჩვენ დავიცავთ. ბევრი პროცესი დაწყებულა წალენჯიხიდან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისტორიული სამართლიანობა, კვლავ წალენჯიხიდან აღდგება”, – ამბობს მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

თბილისში, პარლამენტთან აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

მანამდე, აქცია-პერფორმანსი გაიმართება ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.

ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით, აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრალური შადრევნის გარშემო შეკრავენ ცოცხალ ჯაჭვს, რითაც კიდევ ერთხელ დაანახებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი, სწორედ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button