მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია დღეს ზუგდიდშიც გაიმართა

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისის პარალელურად დღეს ზუგდიდშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, 5 ივლისს მედიაზე მომხდარი თავდასხმა გააპროტესტეს.

აქციაში მონაწილეობდნენ როგორც აქტივისტები, არასამთავრობი სექტორის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით“, „ყველა ფერი მნიშვნელოვანია“ , „თავისუფალი მედია უდრის დემოკრატიას“.

შეგახსენებთ, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა გარკვეულმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი.

დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება.

შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა. დაკავებული 8 პირიდან ორს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა, ერთ-ერთი კი 2300 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button