მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერი სეტყვა ახმეტის სოფლებში

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა სეტყვამ ვენახები დააზიანა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, სოფლებში, ხოდაშენში, აწყურსა და ოჟიოში, ძირითადად, ყურძნის მოსავალია დაზიანებული.

წინასწარ რაც გვაქვს მონაცემები, სამი სოფელია დაზარალებული. ადგილზე გასულები არიან ჩემი თანამშრომლები და აზუსტებენ, ზიანის ოდენობას. სხვა სოფლებიც დაზარალდა თუ არა, ამაზე, მოგვიანებით გვექნება ინფორმაცია. ამ წუთისთვის, ვიცი, რომ უკვე შემოსული ყურძენი გააფუჭა, რაც გლეხისათვის ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ქარუმაშვილმა რადიო ჰერეთთან.

წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დააზიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button