კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ რამიშვილი პროკურატურას – მალე ბევრ სიურპრიზს განახებთ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და მის წარმომადგენლებს მატყუარები უწოდა.

დღეს პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს იმ ფოტოების წყაროს დასახელება მოსთხოვა, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ადვოკატმა გუშინ გაასაჯაროვა. რამიშვილის თქმით, ფოტოები ადასტურებს, რომ სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 5 დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ იპოვნა, პოვნის წინა დღეს მანქანა იქ არ მდგარა.

როგორც პრესკონფერენციაზე რამიშვილმა აღნიშნა, პროკურატურის თანამშრომლებმა მოატყუეს.

პირდაპირ გეუბნებით, გუშინ ვისაც გესაუბრეთ, ერთი მისხალი ნდობაც კი აღარ მექნება თქვენ მიმართ იმიტომ, რომ ძალიან მატყუარები და არასანდო ადამიანები ხართ. გუშინ ჩვენ პირადი საუბრებიც გვქონდა და შეთანხმებულებიც ვიყავით, რომ ორი დღე გვინდოდა. დღეს ვაპირებდი მივსულიყავით, მაგრამ დღის ბოლომდე არ მოიცადეთ. გამოდიხართ და ამბობთ იმას, თითქოს უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენტელები ხართ! გუშინ უარი არ მითქვამს და თქვენთან სასაუბროდ მოვედი. თქვენ არ ხართ გამომძიებლები, თქვენ ხართ იმის შემსრულებლები, რასაც უფროსები გავალებენ. რაც შეეხება წყაროს, მე გუშინაც განვაცხადე, რა თქმა უნდა, ამას კუდს მოაბამენ, თითქოს ფოტოშოპია და გადაკეთებულია“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის შესაბამის ფოტომასალს საელჩოებში გადააგზავნის და დამოუკიდებელ ექსპერტიზაზეც წარადგენს. რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა და საგამოძიებო სამსახურები იმაშიც იტყუებიან, რომ საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს არ აკეთებენ, უცხოელებს სხვა წერილებს უგზავნიან და საზოგადოებას სხვა შინაარსს აცნობენ.

ბევრი წერილი, რომელსაც ვითომ აშშში აგზავნიან, შინაარსობრივად არ არის იმ მოცემულობის, რასაც საზოგადოებას აწვდიან. მეც მყავს ჩემი წყაროები, ჩემი კავშირი მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან“, – ამბობს რამიშვილი.

გული მწყდება, როდესაც გელოდებიან, სიტყვას გათქმევინებენ და მერე უნდათ, რომ ცრუპენტელა, მატყუარა წარმოგაჩინონ. ძალიან გული მწყდება გუშინდელ წარმომადგენლებზე, რომელთანაც გვიანობამდე ვსაუბრობდი და აღარ ვაპირებ თქვენთან არანაირ თანამშრომლობას. ძალიან მალე ბევრ სიურპრიზს განახებთ“, – განაცხადა რამიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე:

რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი – ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე FBI-მ უარი განაცხადა

რატომ არ ჩაერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

ექსპერტიზა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი პრეპარატებმა გამოიწვია

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – მასშტაბური აქციები 10 სექტემბრიდან გაგრძელდება

ბაჩალიაშვილის დედა: ჩემ შვილს ფული ყარაბაღში იარაღისთვის გადაარიცხინეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან მასშტაბურ აქციას გამართავს

ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას „ჰიუნდაის“ ექსპერტები დააკვირდებიან

შსს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე მიანიშნებს

თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკი შესაძლოა მემკვიდრეების მოთხოვნით წაიშალა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახლა უკვე ორი მუხლით მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა

თამარ ბაჩალიაშვილი წარმოშობით საინგილოდან იყო

თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი პოსტები

Back to top button