მნიშვნელოვანისიახლეები

ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლითაც მძღოლებისთვის გზაზე მოძრაობის წესები უნდა გამკაცრდეს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები შევა და შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა.
უწყების პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანონმდებლობაში ცალკე გამოიყოფა ე.წ. დრიფტისთვის მძღოლის სანქცირების პუნქტები.
ე.წ. დრიფტისთვის ანუ მანქანის განზრახ მოცურება/მოსრიალებისთვის ანდა მოცურებით წრიული ბრუნვისთვის მძღოლი დაჯარიმდება 300 ლარით და ჩამოაკლდება მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულებიდან 30 ქულა;

500-ლარიანი ჯარიმა და 35 ქულა ჩამოაკლდება იმ მძღოლებს, ვინც ე.წ. დრიფტის დროს რაიმეს დააზიანებს;
დაჯარიმდება ისეთი მანქანის მძღოლი, რომლის ავტომანქანაც მართვით გამოიწვევს დაშვებულ ნორმებზე მაღალ ხმას. ჯარიმა 100 ლარი იქნება და მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები სხვა დარღვევებისთვის:

არაგაბარიტული ტვირთის შეუთანხმებლად გადატანისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად 10-ჯერ მეტი თანხით, 1000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ გადადგილებას ზიანი მოჰყვა ჯარიმა 250 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება;
თუ მძღოლი გზაზე დადგენილ მოძრაობის სიჩქარეს 40 კმ/სთ-ით გადააჭარბებს, ჯარიმა 150 ლარის ნაცვლად, 2-ჯერ მეტი, 300 ლარი იქნება;

კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებიანი მანქანით გადაადგილებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 10-ჯერ, 500 ლარამდე იზრდება.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, კანონპროექტები პარლამენტში უკვე გადაგზავნეს. ახლა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, როდიდან მიიღებს და აამოქმედებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.
ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button