გარდაიცვალა ოსკაროსანი “ამადეუსის” სცენარის ავტორი [Video]

ბრიტანელი დრამატურგი, “ოსკარის” პრემიის ლაურეატი ფილმ “ამადეუსის” სცენარისთვის, პიტერ შეფერი 90 წლის ასაკში ირლანდიაში გარდაიცვალა, – წერს The Guardian.

პიტერ შეფერი ლივერპულში, ებრაულ ოჯახში, 1926 წელს დაიბადა. იგი კემბრიჯის პრესტიჟულ ტრინიტი-კოლეჯში ისტორიას სწავლობდა. 1954 წელს მისი სადებიუტო პიესა “მლაშე მიწა” გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. შეფერმა თავისი ყველაზე პოპულარული პიესა “ამადეუსი” 1979 წელს დაწერა, რომელიც მოგვიანებით სცენარად გადაკეთდა და შემდგომ მილოშ ფორმანის ამავე სახელწოდების ფილმს დაედო საფუძვლად.

“ამადეუსის” გარდა შეფერმა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები შექმნა, როგორებიცაა: “სავარჯიშო ხუთი თითისთვის”, “სამეფო ნადირობა მზეზე”, “შავი კომედია” და “ექვუსი”.

1987 წელს პიტერ შეფერს რაინდის წოდება მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button