
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ეკლესიაში მიმდინარე თვეს მსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც 40-ზე მეტი ადამიანს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას, ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რენე გოთშალკის თქმით, ეკლესია დაწესებულ რეკომენდაციებს იცავს.
მისივე თანახმად, ინფიცირებულებულთა უმეტესობაში დაავადება რთულად არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მსახურება 10 მაისს ჩატარდა.