მნიშვნელოვანისაქართველო
ემიგრანტების ოდენობა 15.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 5.9 პროცენტით გაიზარდა და 88 152 კაცი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6 პროცენტი და იმიგრანტების 84.5 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას – 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელია.