მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დიდთოვლობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

გომბორის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მორიგეობა დაწესდა.

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზაზე გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, გომბორის მიმართულებით, საპატრულო პილიციის ეკიპაჟი მორიგეობს.

“დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უკვე პატრულირებს ჯგუფი, რომელიც დაბალი გამავლობის ავტომობილებს უკან აბრუნებს. 2 გამწმენდი მანაქანა მუშაობს და ოთხი ქვიშა- მარილს აყრის”- განაცხადეს სამმართველოში.

გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე საათია თოვს, ჰაერის ტემპერატურა კი – 4 გრადუსამდე დაეცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button