მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევა

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, ნუსრატ განი სოციალურ ქსელში წერს.
„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს.
ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, – წერს მინისტრი „ტვიტერზე“.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, – წერს ცაჰკნა.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი X-ზე წერს და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ემანუელ მაკრონთან ერთად გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
“საფრანგეთი და გერმანია ღრმად შეშფოთებულნი არიან საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ორივე ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. ის შედგენილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,” – წერს შოლცი.

მსგავსი პოსტები

Back to top button