მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა 19 მაისის ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი “კოვროვეცი” გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 19 მაისის ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტ 266-M-ის რალერი „კოვროვეცი“ გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დაზუსტებულია, რომ ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა თანამებრძოლებთან ერთად გაანადგურეს,” – წერს უკრაინული მედია.

ტრალერი არის სპეციალური დანიშნულების გემი, რომლის ამოცანაა მოძებნოს, აღმოაჩინოს და გაანადგუროს საზღვაო ნაღმები.

განადგურებული ხომალდი მოდიფიცირებული იყო და განსხვავდებოდა საბჭოთა წინამორბედებისგან ნაღმების მოსაძიებელი და გამანადგურებელი უფრო მოწინავე აღჭურვილობით, ასევე დაბალი აკუსტიკური ველით.

მისი სიგრძე 61 მეტრია და ეკიპაჟი კი თითქმის, 70 კაციანია.

ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე 19 მაისს მოხდა რაკეტებითა და დრონებით ინტენსიური თავდასხმა.

ამავე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ცხრა რაკეტა, ასევე 57 დრონი კრასნოდარის მხარეში, ხოლო სამი დრონი – ბელგოროდის ოლქში.

ბელგოროდის ოლქში დრონი დაეცა ეკლესიას და ცეცხლი გააჩინა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. სოფელ პეტროვკაში, ასევე დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი პირი.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კრასნოდარის ოლქის სამხრეთში, სლავიანსკი სამი დრონი დაეცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button