ენმ-ს პროტესტი გრძელდება

“ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი გრძელდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მოთხოვნები უცვლელია – დაუყონებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალ პროფილურ კლინიკაში და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ენმ მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია დღეს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება.ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა მელიამ მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ დემონსტრაციებზე უნდა მივიდეს ყველა, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება ახლა რუსეთისა და ბელარუსის სცენარს ავითარებს.
ცნობისთვის, გუშინ, ოპოზიციის მიერ სამ ადგილას გამართულ აქციაზე, დაახლოებით ნახევარ საათში პოლიციმ 46 პირი დააკავა, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და აქტივისტებიც
ნონა მამულაშვილის ხმა