წამყვანი ბრიტანელი ეპიდემიოლოგი, ნილ ფერგიუსონი, რომლის რეკომენდაციითაც ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, მთავრობასთან არსებული სამეცნიერო საბჭოდან წავიდა. მიზეზი მის მიერ იმ ამკრძალავი ზომების დარღვევა გახდა, რომელთა შემოღებასაც თავად დაჟინებით მოითხოვდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კარანტინის დროს მას სისტემატურად სტუმრობდა მეგობარი ქალი.
თავის დროზე მან გააკეთა პროგნოზები, რომ მსუბუქი ზომების შემთხვევაში, ახალი კორონავირუსისგან ბრიტანეთში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი გარდაიცვლებოდა. სწორედ ამ პროგნოზზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრიტანეთის ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმის და მკაცრი შემზღუდავი ზომების შემოღება.
პროფესორმა ფერგიუსონმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მის მიერ დისტანცირების წესების დარღვევის გამო წუხს.