ერევანში სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს, არის მსხვერპლი [Photo/Video]

ერევანში სამგზავრო ავტობუსში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, – იუწყება სააგენტო “Новости Армении”.

აფეთქება 25 აპრილს 21:51 საათზე ალაბიანის ქუჩაზე მოხდა. ყველა დაშავებული სამედიცინო ცენტრ “Армения”-ში გადაიყვანეს.

ერევნის ავტობუსში აფეთქება არამსხვრევადმა ბომბმა გამოიწვია, – სომხეთის პოლიციის უფროსზე – ვლადიმერ გასპარიანზე დაყრდნობით იუწყება BBC.

გასპარიანმა განაცხადა, რომ ბომბი ავტობუსის მარჯვენა მხარეს მეორე საჯდომ სკამთან აფეთქდა. თავის მხრივ, სომხეთის პოლიციის უფროსის მრჩეველმა – ნარექ მალიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა:

“მოხდა “მშრალი” აფეთქება. ამის შემდეგ ავტობუსს ცეცხლი არ გასჩენია. აფეთქების ფაქტორი ფუგასურია, და არა მსხვრევადი”.

ამჟამად პოლიცია ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერებს სწავლობს და იმის დადგენას ცდილობს, ბომბი ავტობუსში იყო დამონტაჟებული თუ იგი იქ რომელიმე მგზავრმა შეიტანა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34154″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button