რეგიონისიახლეები

“ქართული ოცნების” 450 კაციანი შემადგენლობა წინანდალში ქეიფობს

რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ოკუპანტი ქვეყნისგან, ჩვენი და ყველა ხელისუფლების პოზიცია იქნება უცვლელი, რომ საქართველო უნდა გახდეს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი- ამის შესახებ, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წინანდალში, ჟურნალისტებთან საუბარში, განაცხადა.

” ეს წერია კონსტიტუციაში და ეს არის ქართველი ხალხის ნება, რომ ადრე თუ გვიან საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქვს აქ. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან, ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის. საქრთველო და უკრაინა , ყველაფერს გააკეთებენ ტერიტორიების დეოკუპაციისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისათვის”.

უმრავლესობის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საყოველთაო შერიგებაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ შერიგების პირობა , დამნაშავის განთავისუფლება ვერ იქნება.
“შერიგება იქნება, დეპოლარიზაცია თუ სხვა, რამ , რაც ქვეყანას სჭირდება, დამოკიდებული იქნება, ურთიერთპატივისცემაზე, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ბევრი ოპონენტოს მხრიდან. ის რაც ხდება, უამრავი დაბრალება, ფეიკი, რუსულ სტილში დეზინფორმაციით ბრძოლა, შერიგებაზე ლაპარაკი, იქნება თავლთმაქცობა. თუ ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, თავისი სახელი დაერქმევა ყველაფერს, იქნება სიმართლე, შერიგებულებიც ვართ ყველასთან და არანაირი პრობლემა არ იქნება. რამდენიმე ტელევიზია, დაახლოებით ათამდე პოლიტიკოსმა დაანებოს თავი ტყუილების ლაპარაკს, ქვეყნის ჯანჯღარს, საბოტაჟისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, შერიგებულებიც ვიქნებით და მეტიც. თუ ვიღაცას უნდა, რომ შერიგების პირობად დააყენოს დამნაშავის განთავისუფლება, უპატიებელი დანაშაულის პატიება, აქ თავადვე შევლენ ჩიხში. საკაშვილის მხრიდან, შერიგებაზე კი არ არის საუბარი, არამედ რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანის განთავისუფლებაზე.

მამუკა მდინარაძემ წინანდალში ხალხმრავალი შეკრების მიზნად, მუნიციპალიტეტეტბში არსებულ პრობლემებზე საუბარი დაასახელა და განაცხადა, რომ ხარჯი პარტიის ბიუჯეტიდან იქნება დაფარული.

” ახალი საკრებულოს თავმჯდომარეები, ახალი მერები, საკრებულოს წევრები. ვხვდებით იმ მიზნით, რომ შეძლებისდაგვარად ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტშია, შევეცდებით, გავიაროთ ის საჭიროებები, რაც მოსახლეობას აქვს. რაც შეეხება პანდემიის პირობებში შეკრებას, ყველას აქვს მწვანე პასპორტი და ბოლო 72 საათში გაკეთებული პსრ ტესტი. ხარჯებს გაიღებს პარტია.

სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა, ბოტოქსებს, ლიპოსაქციას და უგულავასთან ერთად გახდომაზე და იმაზე ფიქრობდა, რომელ ქვეყანაში ეგულავა, ჩვენ ვაწყობთ სამუშაო შეხვედრას და ვაფინანსებთ პარტიული ბიუჯეტიდან_ განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ” ქართული ოცნებიდან” უმრავლესობის წევრები “, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახლადარჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და წევრები, დაახლოებით 450 ადამიანი წინანდალში, შეხვედრაზეა შეკრებილი.

შეხვედრის შემდეგ, იგეგმება სუფრა, სადაც ერთი ადამიანის მომსახურება, 350 ლარამდე ჯდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button