ევროკავშირი საქართველოს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რაც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის აუცილებელ რეფორმებს შეეხებოდა.ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა.
“ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ არ მოითხოვონ დახმარების დარჩენილი ნაწილი, რომელიც კოვიდთან ბრძოლას და მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა აღვნიშნავთ რომ, საქართველომ ვერ შეძლო, შეესრულებინა ყველა პირობა, სასამართლო დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა დარღვევებით წარიმართა.
ასევე არ იყო შესრულებული ის პირობები, რომლებიც შეთანხმების სახით იყო გათვალისწინებული. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირის დახმარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს საქართველოს ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებებს” – განაცხადა ჟულიენ კრამპმა.