მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროპულ კონტიტენტზე, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა ერთად დგას, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.

„აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, შეხვედრაზე, რომელზეც დღეს განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში, ბორელის განცხადებით, უნდა შემცირდეს ენერგიის ფასები, „მაგრამ ეს როგორც ეკონომიკური საკითხი, ისე პოლიტიკური საკითხია“.

„რუსეთი გაზის ფასებით თამაშობს, თუ გადავხედავთ მათ გადაწყვეტილებას ნავთობის მიწოდების შემცირებაზე, რაც მკაფიო პასუხია ჩვენს შეთავაზებაზე ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. დღემდე ნავთობბაზარზე დომინირებდა მონოპოლისტური მხარე. ახლა გვსურს ამ ფასების შეზღუდვა და დაუყოვნებლივი პასუხი იყო მიწოდების შემცირება. ეს ნიშნავს, რომ ენერგეტიკა გეოსტრატეგიული საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მსოფლიოში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი თანხა უნდა გამოუყოს.

“მე ვთხოვ ლიდერებს მხარი დაუჭირონ წინადადებას ევროპული სამშვიდობო ფონდისთვის ახალი ტრანშის გამოყოფას, რათა უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერა და ასევე შეიარაღებული ძალების მომზადება გაგრძელდეს,” – თქვა ბორელმა.

24 მაისს, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება საბოლოოდ დაამტკიცა. უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება ქვეყნისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას, ტანკებსა და არტილერიას მოხმარდა.

ბორელის თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი წევრები მზად არიან უკრაინის დახმარება გააგრძელონ.

“ჩვენ ვაკეთებდით ამას ომის დაწყებიდან და გავაგრძელებთ ბოლომდე,” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ის, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეა წარმატებული იყო, შეხვედრების შემდეგ, არაერთმა ლიდერმა დაადასტურა – პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის შემდეგ, დღეს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალური სამიტის ფარგლებში ხვდებიან.

“მივესალმებით იმ გზას, რომელსაც ახალი კანდიდატები, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით გადიან. იმ დროს როდესაც საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე და მათ გზაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთ ბალკანეთი. ეს არის შეხვედრა, რომლის შესახებაც ივნისსა და ივლისში განვაცხადეთ. ჩვენ, მათთვის გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს,” – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა კი უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“ჩვენ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას განსაკუთრებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შემდეგ ე.წ. რეფერენდუმების და მობილიზაციის შემდეგ, რომელსაც არავინ აღიარებს. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა ხვალ არ სჭირდება. უკრაინას ჩვენი დახმარება დღესვე ესაჭიროება. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ ეს მხარდაჭერა. გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ვიხილეთ მაგიდასთან ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ გამოენახათ გარკვეული კომპრომისები, ჩვენ გავარგრძელებთ ჩვენს მცდელობებს,” – განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

“მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა რომ ევროპულ კონტინენტზე ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები ერთად დგანან. არიან ევროპული გაერთიანების წევრები და ევროპელები, ზოგიერთს სურს რომ შეუერთდნენ ევროკავშირს, ზოგს კი ეს არ უნდა, თუმცა ყველა მათგანი ზის, განიხილავს და აჩვენებს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ნაბიჯი არის ხალხის დიდი კოალიციის შექმნა ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ,” – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
ჩეხეთის დედაქალაქში შეკრებილები, ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები, ენერგეტიკულ კრიზისზე მსჯელობენ 7 ოქტომბერს.

ამასთან ჩეხეთის დედაქალაქში შეკრებილი ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები 7 ოქტომბერს ენერგეტიკულ კრიზისზე მსჯელობენ.

საქმე ეხება საკითხს, თუ როგორ შეაჩერონ ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრი ზრდა. შეკრებილების უმრავლესობას სურს, დაწესდეს აირზე უმაღლესი ფასი, ანუ შეიზღუდოს მისი დადგენილზე მეტად გაზრდა.

ზოგიერთი წევრი კრიტიკით გამოდის გერმანიის წინადადების მიმართ, შეიქმნას 200-მილიარდიანი ე.წ. „დამცავი ფარი.“ კრიტიკულად განწყობილები მიიჩნევენ, რომ ეს საზიანოა შიდა ბაზრისთვის.

ლატვიის პრემიერი კრიშიანის კარინში ემხრობა ევროპის დონეზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას, მაგრამ, მისი აზრით, შესყიდვის დაბალი ფასით არ უნდა დაზარალდეს მომარაგების უსაფრთხოება.

პოლონეთის, იტალიის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნებისგან შემდგარმა ჯგუფმა ადრე წამოაყენა ევროკავშირში გაზის „ფასების დინამიკური დერეფნის შექმნის წინადადება“, რათა მაღალი ფასები შემცირდეს.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ ლერ ლაიენმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მეწარმეს შიდა ბაზარზე მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. კონკურენცია ხარისხმა უნდა განსაზღვროს და არა სუბვენციებმა, თვლის ის.

პრაღის სამიტზე შეიძლება, ასევე გადაწყვიტონ უკრაინისთვის დაპირებული სამი მილიარდი დოლარის გამოყოფის და სამხედრო დახმარების საკითხები.

მსგავსი პოსტები

Back to top button