მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“გრძელდება შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც”-კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტი ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს მომავლის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

“გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, ვერ ისწავლეს, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯების მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

“გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის – მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება.

“ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს მომავლის სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ “მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიშთან დაკავშირებით ლორა ტორთონის განცხადება შეაფასა, გარკვეული ქართული NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მათი “ენჯეოების” მხრიდან მსგავსი მოთხოვნები გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ქართველი ხალხის დასჯას ცდილობენ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ხალხის დასჯა იმიტომ სურს, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს.

“ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, შესაბამის ენჯეოები აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, გახსოვთ, ანალოგიური პროცესები, რაც კანდიდატის სტატუსს უკავშირდებოდა. აქაც ეს ენჯეოები და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პირდაპირ ცდილობდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მაინც მიიღო კანდიდატის სტატუსი. ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს “ქართულ ოცნებას” და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას”. ამის გამო, ამ ადამიანებს და მათ მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის და საბოლოო ჯამში, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button