ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ტოპ ხუთეული და პატრიკ შიკი საუკეთესოთა სათავეში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/შიკი.png)
საფრანგეთის და გერმანიის მატჩის შემდეგ ევრო 2020-ზე ტურნირის პირველი ტური დამთვარდა.
უეფას ოფიციალურმა საიტმა FedEx Performance Zone – ის მიხედვით, ტურის 5 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
საუკეთესოთა სათავეში 21 618 ქულით ჩეხი შემტევი პატრიკ შიკია, რომელმაც შოტლანდიასთან დუბლი შეასრულა და ჯერჯერობით ასპარეზობის ულმაზესი გოლი, მოედნის ცენტრიდან გაიტანა. შიკის აქტივში ასევე, კარისკენ მიმართული 5 დარტყმაა.
TOP- 5 – ის მომდევნო ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მე-2 ადგილი ავსტრიელ შტეფან ლაინერს ერგო; მე-3-ზე სლოვაკი მილან შკრინიარია; მე-4 პოზიცია დაიკავა ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელმაც რუსეთს დუბლი და 2 დარტყმა შეუსრულა; მე-5 ადგილზე უკრაინელი რომან იარემჩუკი გავიდა. მის ანგარიშზე, ნიდერლანდებთან გატანილი 1 გოლი და 1 პასია.
აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა რეკორდმოხსნილი კრიშტიანუ რონალდო 17 306 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა.