მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 823 000 უკრაინელი ლტოლვილი რჩება

ამჟამად ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 823 000 უკრაინელი ლტოლვილი რჩება – ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ავრცელებს.

მათი ცნობით, ახლა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი ყველაზე მეტი უკრაინელი – 1 563 000 ადამიანი პოლონეთში ცხოვრობს. მეორე ადგილზეა გერმანია – 881 000, მესამეზე კი ჩეხეთი – 485 000 ადამიანი.

ამასთანავე, ომის დაწყებიდან ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების საერთო რიცხვი, მათ შორის ისეთების, ვინც უკვე სამშობლოში დაბრუნდა, 8 046 560-ს შეადგენს.
ამათან უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს.

სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”, – განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. იმ პერიოდიდან რადამ საგანგებო რეჟიმი ოთხჯერ გაახანგრძლივა.

მსგავსი პოსტები

Back to top button